კურილის კუნძულები

კურილის კუნძულები გადაჭიმულია 1 300 კმ-ზე  წყნარი ოკეანისა და ოხოტის ზღვის საზღვარზე, კუნძულ ჰოკაიდოს ჩრდილოეთით. ადმინისტრაციულად იგი რუსეთის სახალინის ოლქში შედის. მასში 56 დიდი და სხვა უამრავი პატარა კუნძულია.

კუნძულები მთლიანად რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, მაგრამ მის სამხრეთით მდებარე ორ დიდ კუნძულს, ისევე როგორც პატარა კუნძულებს - სიკოტანსა და ჰაბომაის, მოითხოვს იაპონია. ეს დავა „კურილის კუნძულების კონფლიქტითაა“ ცნობილი.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: