ლონდონის დიდი გამოფენა

დიდი გამოფენა  ცნობილი როგორც - Crystal Palace Exhibition,  იყო საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩატარდა ლონდონში, ჰაიდ-პარკში, 1851 წლის 1 მაისიდან 15 ოქტომბრამდე. იგი პირველი იყო მსოფლიო კულტურული და ინდუსტრიული მიღწევების ექსპოზიციათა სერიაში.

მოცემული გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ პრინცი ალბერტი, ჰენრი კოული, ფრენსის ფულერი და სამეფო აკადემიის სხვა წევრები. კრიტიკოსთა შეხედულებით დიდი გამოფენა 1844 წელს საფრანგეთის ინდუსტრიული ექსპოზიციის უაღრესად დიდი წარმატების გამოძახილი იყო.

გამოფენის მოსაწყობად სპეციალური შენობა, მეტსახელით "ბროლის სასახლე", დააპროექტა ჯოზეფ პაქსტონმა. მინის შენობა 563 მ იყო სიგრძეში და 138 მ სიგანეში და სულ რაღაც ცხრა თვეში დასრულდა. შენობა მოგვიანებით გადაიტანეს სიდენჰემში, სამხრეთ ლონდონი.

გამოფენის ამონაგებმა £186,000 შეადგინა, რაც ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმის, მეცნიერების მუზეუმისა და ბუნების ისტორიის მუზეუმების დაარსებისთვის გამოიყენეს. ეს მუზეუმები გამოფენის სამხრეთით ააგეს, იმპერიული ინსტიტუტის გვერდით, რომელსაც შემდგომ ალბერტოპოლისი დაერქვა.

დღეს დიდი გამოფენა ვიქტორიანული ერის სიმბოლოდ ითვლება და მისი სქელტანიანი კატალოგი მაღალი ვიქტორიანული დიზაინის პირველადი წყაროა.





მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: