მაიკროსოფტის ახალი თაობის ნოუთბუქი

Microsoft-მა ნოუთბუქების ახალი თაობა Surface წარადგინა, რომელიც ოპერაციულ სისტემა Windows 10S-ით მუშაობს. მისი სენსორული ეკრანის ზომა 13,5 დიუმიანია, პროცესორი კი - Intel Core i5 ან i7 Kaby Lake. წარადგინეს ოთხი ფერის მოდელი: ნაცრისფერი, შინდისფერი, ლურჯი და გრაფიტის. 

ახალ ოპერაციულ სისტემას შეზღუდული ფუნქიები გააჩნია, მომხმარებელს აპლიკაციების გადმოწერა Windows Store-დან მოუწევს.

პროდუქტის გაყიდვა დაიწყება ზაფხულიდან, რომლის საწყისი ფასი 999 დოლარი იქნება.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: