მალიორკული ნუშის ნამცხვარი

ინგრედიენტები: 

გახეხილი ნუში - 250გ 

შაქრის პუდრი - 200გ  + 1-2სკ მოსაფრქვევად 

კვერცხი - 6ც 

ლიმონის ცედრა -  1 

მწიკვი ვანილი 

მწიკვი დარიჩინი 

მწიკვი მარილი


მომზადება:

კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა მარილთან ერთად კარგად ავთქვიფოთ, სანამ ბეზეს არ მივიღებთ. კვერცხის გული და შაქრის პუდრი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ნუში, ვანილი, ლიმონის ცედრა და ფრთხილად შევურიოთ ბეზე. მიღებული მასა მოვათავსოთ 26 სმ დიამეტრის ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში და 170 გრადუსზე 50-60 წუთი ვაცხოთ. შეგრილებული ნამცხვარს შაქრის პუდრი მოვაფრქვიოთ.


გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: