მეთილის სპირტით მოწამვლა

1963 წელს ორენსელმა ვაჭარმა როგელიო აგუიარმა გაყიდა ალკოჰოლური სასმელი მეთილის სპირტის საშიში რაოდენობით, რომლის ერთ ჭიქას შეეძლო ადამიანის მოკვლა ან დაბრმავება. როგორც ცნობილია, ოფიციალურად გარდაიცვალა 51 ადამიანი და დაბრმავდა 9, მაგრამ არაოფიციალური მონაცემებით მსხვერპლი გაცილებით მეტი, დაახლოებით 1000 - 5000 ადამიანი იყო. ეს ფაქტი მეთილის სპირტის საქმით არის ცნობილი.

ვაჭარმა სპირტიანი სასმელის დასამზადებლად შეიძინა დაახლოებით 75,000 ლიტრი მეთანოლი. მან მეთილის სპირტი მიყიდა ვიგოში არსებულ ფირმა "Lago e Hijos"-ს. პირველი მსხვერპლის სიკვდილი თებერვალში ლანსაროტში დაფიქსირდა. სოფლის ფარმაცევტმა ივარაუდა მოწამვლაზე, როცა დადგინდა რომ იგივე წვეულებაზე ოთხი დაზარალებული იყო. მან შეამოწმა სასმელი და დაადგინა, რომ ეს ეთანოლით მოწამვლა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცებვმა გამოაქვეყნა გაფრთხილება კანარის კუნძულებზე შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. უფრო მეტი სიკვდილი დაფიქსირდა გალისიაში.

შედეგად ბიზნემენს მიესაჯა 20 წლიანი პატიმრობა. დაზარალებულებს უნდა მიეღოთ კომპენსაცია, თუმცა ფირმის გაბანკროტების გამო მათ ფული ვერ მიიღეს.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: