მესელის ორმოები

გერმანიის სოფელ მესელში მდებარეობს მიტოვებული ორმოები, რომლებიც მესელის ორმოების სახელით არის ცნობილი. გამოირჩევა ნამარხი ნაშთების დიდი რაოდენობით, რის გამოც ეს ტერიტორია სამეცნიერო და გეოლოგიური მნიშვნელობისაა. დიდი ხნის განმავლობაში იგი ნაგავსაყრელს წარმოადგენდა. ორმოებში მეცნიერული აღმოჩენები ამჟამადაც გრძელდება, რის გამოც მათ მრავალი ტურისტი სტურმობს. აღმოჩენილია ძუძუმწოვრების საკმაოდ კარგად შემონახული ნაშთები, რომლებიც ხშირად მათ კუჭსაც შეიცავენ, შესაბამისად, არქეოლოგიური ძეგლი უნიკალურ ინფორმაციას იძლევა ძუძუმწოვართა განვითარების ადრეულ ეტაპებზე. 


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: