მთა რორაიმა

მთა რორაიმა მდებარეობს  ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის საზღვარზე,  2 774 მეტრ სიმაღლეზე. მას მიიჩნევენ, როგორც დედამიწის ერთ-ერთ უძველეს ადგილად. სავარაუდოდ მისი ასაკი 2 მილიარდ წელს შეადგენს. რორაიმას თავზე მუდმივად ღრუბელია. 1884 წელს მთის მწვერვალზე პირველად ავიდა ექსპედიცია სერ ევერარდ თარნის ხელმძღვანელობით. ამ ექსპედიციის წევრთა მონათხრობმა შთააგონა ცნობილ მწერალს, სერ ართურ კონან დოილს, თავისი სათავგადასავლო რომანის, „დაკარგული ქვეყნის“ დაწერა.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: