მოტივტივე, მოცურავე სავარჯიშო დარბაზი პარიზში

კომპანია Technogym, Terreform ONE-სა და ინსტიტუტ URBEM-ის თანამშომლობით შეიქმნა "პარიზის ნავიგაციური სავარჯიშო დარბაზის" პროექტი.

ეს გახლავთ, მსოფლიოში პირველი "მოტივტივე" სავარჯიშო დარბაზი, რომელიც დაცურავს მდინარე სენაზე. იგი მოძრაობს სპეციალურად დამზადებული დანადგარების საშუალებით, რომლებიც მოვარჯიშეების ენერგიას იყენებს. გემი სიგრძეში 20 მეტრია და იტევს დაახლოებით 45 ადამიანს. მომხმარებლებს ვარჯიშის დროს შეუძლიათ მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის დანახვა გრაფიკული დიაგრამების სახით. დარბაზის გამჭვირვალე მინიდან იშლება პარიზის ულამაზესი პანორამა, რაც ტურისტებს ხელს შეუწყობს ქალაქის დათვალიერებაში. გემის გადაკეთება მარტივია, ამიტომ  ღამით მასზე ზეიმებისა და წვეულებების გამართვაა შესაძლებელი.

ვიდეო:



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: