მსოფლიოში პირველი საფეხბურთო კლუბი

„შეფილდი“ გახლავთ მსოფლიოში პირველი საფეხბურთო კლუბი ინგლისის ქალაქ შეფილდიდან. იგი 1857 წლის 24 ოქტომბერს დაარსდა და დღეს მოქმედ კლუბებს შორის უძველესია. გამოდის ინგლისის ჩრდილოეთ პრემიერ ლიგის პირველ დივიზიონში.

1860 წლის 26 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო პირველ საფეხბურთო შეხვედრაში, რომელშიც კლუბური გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. „შეფილდმა“ თავისი მეტოქე კლუბი - „ჰელამი“, ანგარიშით 2:0 დაამარცხა.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: