მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი

კომპანია MSC Cruises 2022 წლისთვის მსოფლიოში ყველაზ დიდ საკრუიზო გემს ააშენებს. იგი 1960 წელს იტალიაში დაარსდა და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ კომპანიას, რომელიც საკრუიზო გემებს აწარმოებს. აქვს ოფისი 45 ქვეყანაში და ჰყავს 17 ათასამდე თანამშრომელი.

გემი 6 850 მგზავრს მოემსახურება. მასზე სულ 760 კაიუტა განთავსდება. წინასწარი გათვლით, გემის წონა  220 000 ტონა, სიგრძე - 330 მეტრი, ხოლო სიგანე - 47 მეტრი იქნება. ლაინერზე მოეწყობა სპეციალური ზონა ოჯახური დასვენებისთვის. გემს ექნება წყალქვეშა კონსტრუქცია, სადაც მგზავრებს შეეძლებათ, მინის კედლებიდან დააკვირდნენ ზღვის სამყაროს. 


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: