მსოფლიოში ყველაზე დიდი პოემა

მაჰაბჰარატა არის ძველი ინდური ეპიკური პოემა, ქართულად - თქმულება დიდ ბჰარატებზე, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩრდილეთისა და ჩრდილოეთ-დასავლეთის ინდოელი ხალხების თქმულებები და ლეგენდები. იგი შეიცავს დაახლოებით ასი ათას ორლექსეულს, ამიტომაც იგი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოემაა.

იგი შედგება თვრამეტი თავისა და ბოლოსიტყვაობისგან. ისევე როგორც არაბული ათას ერთი ღამე, მისი მთავარი შინაარსი განვრცობილია მრავალი პარალელური მოთხრობითა და მოკლე ეპიზოდით. აქ განიხილება ინდუიზმის ყველა ძირითადი თემა - არსებათა ყოფა, სიკვდილი და ხელმეორედ დაბადება, აღწერილია ბედნიერება და ტანჯვა, კეთილისა და ბოროტის ქმედების ნაყოფი, მსხვერპლშეწირვა და მის დანიშნულება.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: