მსოფლიოში ყველაზე ძველი უდაბნო

ნამიბის უდაბნო მდებარეობს აფრიკაში, ნამიბიისა და ნაწილობრივ ანგოლის ტერიტორიაზე. წარმოადგენს ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის ნაწილს. სახელი მომდინარეობს ნამას ენიდან და ნიშნავს „ვრცელ ადგილს“. ბოლო 55 მლნ წლის მანძილზე, ეს ადგილი გაუსაძლისად მშრალი და გვალვიანია. მიჩნეულია მსოფლიოს ყველაზე ძველ უდაბნოდ.


უდაბნოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია მცენარეთა და ცხოველთა რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ზოგი ენდემურია და აქ არსებული სპეციფიკური კლიმატისადმი მაღალი შეგუებულობით ხასიათდება.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: