მფრინავი ასი

მფრინავი-ასი, ანუ საჰაერო ბრძოლების დიდოსტატი. პირველად ეს ტერმინი გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დროს იმ პილოტების მიმართ, რომლებიც ფლობდნენ პილოტირების ხელოვნებას და რომელთა ანგარიშზეც იყო მოწინააღმდეგის მინიმუმ 5 თვითმფრინავის ჩამოგდება.

ავიაციის ისტორიაში საუკეთესო ასად 352 გამარჯვებით ითვლება გერმანელი ერიხ ჰარტმანი. ნაცისტური გერმანიის 104-მა პილოტმა ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 100 და მეტი თვითმფრინავი, ხოლო 34 გერმანელი ასის პირად ანგარიშზეა 150 და მეტი თვითმფრინავი (საერთო რაოდენობა - 6582). სხვა ქვეყნის ასებს შორის გამოირჩევა ფინელი ილმარი იუტილაინენი, რომლის ანგარიშზეც მოწინააღმდეგის 94 თვითმფრინავია. საბჭოთა კავშირის საუკეთესო ასად ითვლება ივან კოჟედუბი, რომელმაც 64 თვითმფრინავი ჩამოაგდო.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: