მწვანე ლობიო ერბოკვერცხით

ინგრედიენტები:

მწვანე ლობიო - 1კგ

ხახვი - 3,4 თავი

რეჰანი - 6 ძირი

ტარხუნა - 4 ძირი

ქონდარი - 5 ძირი 

ოხრახუში - 4 ძირი

ერბო - 150 გ

კვერცხი - 3 ცალი

მარილი - გემოვნებით

მომზადება:

ახალი, მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამტვრიოთ სამ-ოთხ ნაწილად, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი (მდუღარე), რომ ლობიოს ოდნავ ფარავდეს. დავადგათ ცეცხლზე და ვხარშოთ. როცა ლობიო მოიხარშება, ჩავყაროთ მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, რეჰანი, ტარხუნა, ქონდარი, კამა, ოხრახუში, ჩავასხათ ერბო, ავურიოთ კარგად და მოვშუშოთ. ბოლოს დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი, რამდენიმე ადგილას დანით ჩავჩხვლიტოთ, რომ კვერცხმა შიგნითაც გაუაროს, ზემოდან მოვასწოროთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. 

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: