მხატვარ ჩჟან ძედუანის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პანორამა

XII საუკუნის სუნის დინასტიის მხატვარ ჩჟან ძედუანის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პანორამა ცნობილია, სახელწოდებით -  "მდინარის გაყოლებით გარდაცვლილთა ხსენების დღეს". ხელნაწერზე ასახულია იმპერიის დედაქალაქ კაიფინის ცხოვრება ცინმინის დღესასწაულის ზეიმის დროს 5 აპრილს.

ხელნაწერის სიგრძე 528 სმ-ია. მასზე ასახულია ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლის საქმიანობა. გლეხთა შრომა, ასევე დედაქალაქის აურზაური. სულ შესაძლებელია 814 ადამიანის ფიგურის, 28 ხომალდის, 94 ცხოველისა და 170 ხის ხილვა. იუანის დინასტიის ერთ-ერთ იმპერატორს ეს ხელნაწერი ისე მოეწონა, რომ მან საკუთარი ხელით დახატა ლექსი ხელნაწერის უკანა მხარეს.

შემდეგი ასწლეულების განმავლობაში იყო შექმნილი ამ თემატიკაზე რამდენიმე ვარიაცია. მინის დინასტიის დროს შეიქმნა განახლებული ვარიანტი, რომლის სიგრძე 670 სმ იყო. ცინის დინასტიის დროს ხელნაწერი შეიქმნა კიდევ უფრო მასშტაბურად განახლდა - ერთ-ერთი ვარიანტის სიგრძე იყო 11 მეტრი და მასზე 4 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოსახული. XX საუკუნისთვის ხელნაწერის ცნობილება იმდენად ფართო იყო, რომ ევროპელები ხელნაწერს მხოლოდ «ჩინური მონა ლიზის» სახელით იცნობდნენ.

ჩინეთის ბოლო იმპერატორმა პუ იმ წაიღო ხელნაწერი მანჩჟოუ-გოში. 1945 წელს ჩინეთის მთავრობამ იგი შეისყიდა და დღესაც იგი ინახება აკრძალული სასახლის მუზეუმში, სადაც იგი გამოაქვთ პუბლიკისთვის სანახავად დღესასწაულების დროს, როგორც წესი რამდენიმე წელიწადში ერთხელ.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: