ნამცხვარი ტრიუფელი

ინგრედიენტები:

მალიუტკა - 1 კოლოფი

შაქრის ფხვნილი - 1ჩჭ

კარაქი - 100გ

ნოგოზი - 0.5ჩჭ

კაკაოს ფხვნილი - 0.5 კოლოფი (50 გრამი)

ვანილი - გემოვნებით

მომზადება:

ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დავამატოთ 100 გრამი კარაქი, 3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი და წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ 0.5 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ვანილი, ერთი კოლოფი ბავშვის საჭმელი მალიუტკა და კარგად ავურიოთ. უნდა მივიღოთ სქელი მასა. ავიღოთ პატარ-პატარა გუნდები, მივცეთ ტრიუფელის ფორმა, ამოვავლოთ კაკაოს ფხვნილში და შევდგათ მაცივარში 2-3 საათით.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: