ნიუტონის აკვანი

ნიუტონის აკვანი პოპულარული სამაგიდო სათამოშო იყო მისი გამოგონების დღიდან. იგი 1967 წელს ინგლისელმა მსახიობმა საიმონ პრებლმა გამოუშვა და სახელი შეურჩია. თავდაპირველად ჰაროდში, ლონდონი, ხის ვერსია იყიდებოდა, შემდეგ ქრომის დიზაინი შექმნა მოქანდაკემ და კინორეჟისორმა რიჩარდ ლონკრენმა.

ნიუტონის აკვანი — მოწყობილობა, რომელიც იმპულსისა და ენერგიის შენახვის თვალსაჩინო დემონსტრაციას ახდენს. ის შედგება ერთმანეთის მიყოლებით დაკიდული ბურთების სერიისგან. ყოველი ბურთულა ქანქარაზე დამაგრებულია ერთმანეთისგან გარკვეული კუთხით დაშორებული ორი მავთულით. ბურთებს მოძრაობა მხოლოდ ერთ სიბრტყეზე შეუძლიათ. ერთი ბურთი მოჰყავთ მოძრაობაში, რომელიც მალევე ეჯახება დანარჩენებს, გადასცემს ენერგიას მათი გავლით ბოლო ბურთულას, რომელიც თავის მხრივ მოძრაობაში მოდის.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: