ნოიშვანშტაინის სასახლე

ნოიშვანშტაინის სასახლე მდებარეობს გერმანიაში. სასახლე ბავარიის შეშლილი მეფის ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი XIX საუკუნის რომანტიკული ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, რის გამოც მას „ზღაპრულ სასახლესაც“ უწოდებენ. ნოიშვანშტაინის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია გერმანიაში.

სასახლის ადგილზე თავდაპირველად არსებობდა 2 ციხესიმაგრე: წინა და უკანა ჰოენშვანგაუ, რომლებიც ლუდვიგ II-ის მეფობის დროისათვის მხოლოდ ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი. ეს ნანგრევები სასახლის შენების დასაწყისისათვის მთლიანად იქნა აღებული. დღევანდელი ჰოენშვანგაუს სასახლის ადგილზე არსებობდა ციხესიმაგრე „შვანშტაინი“. ამ ორი ადგილის სახელები არეულ იქნა XIX საუკუნის დასაწყისში.

როგორც 1868 წლის 15 მაისს რიხარდ ვაგნერისადმი მიწერილი წერილიდან ირკვევა, ლუდვიგ II-ს ჩაფიქრებული ჰქონდა სასახლე აეშენებინა გერმანული რაინდული ციხესიმაგრეების სტილში. ნიმუშად მას ვარტბურგის ციხესიმაგრე მიაჩნდა, რომლითაც ის მოიხიბლა 1867 წელს აიზენახში მოგზაუდობის დროს. მას სურდა გერმანული შუა საუკუნეების სტილის, ესპანური მავრული და ვაგნერის თქმულების ზღაპრული სასახლეების ელემენტების ერთმანეთში შერწყმა. რაც მოახერხეს კიდეც არქიტექტორებმა ედუარდ რიდელმა და კრისტიან იანკმა.

მეორე მსოფლიო ომის მიწურულში აქ ინახებოდა გერმანიის რაიხსბანკის ოქროს მარაგი, რომელიც ომის ბოლო დღეებში უცნობ ადგილზე გადაიტანეს. გადმოცემის თანახმად იქვე ახლო მდებარე ალატის ტბაში ჩაძირეს, თუმცა ამ ოქროს ვერ მიაკვლიეს.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: