ორაგული პროვანსული ბალახებით

ინგრედიენტები:

ორაგულის ფილე კანის გარეშე - 800გ
თეთრი მშრალი ღვინო - 3/4 ჭიქა
პატარა კუბებად დაჭრილი კარაქი - 50გ
მდოგვი - 1ჩ.კ.
პაპრიკა - 1ჩ.კ
პროვანსული ბალახების ნაკრები - 0,5ჩ.კ
მდოგვი - 1ს.კ
ყავისფერი შაქარი - 1ს.კ
მარილი - გემოვნებით
პილპილი  - გემოვნებით

მომზადება:
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. ღვინოში ავურიოთ პროვანსული ბალახების ნაკრები, პაპრიკა, კარაქი და 3 წუთი ვადუღოთ. თევზის ფილეს მოვაყაროთ მარილი და პილპილი. თევზი დავდოთ თუნუქის ფურცელზე, დავასხათ ადუღებული ღვინო და ღუმელში 8-10 წუთი ვაცხოთ, შემდეგ ამოვიღოთ, თუნუქის ფურცელზე დარჩენილ წვენს შევურიოთ მდოგვი და შაქარი, მოვასხათ თევზის ნაჭრებს და 3 წუთით ისევ შევაბრუნოთ ღუმელში, სანამ არ დაიბრაწება.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: