ოჩფეხებზე შემდგარი საცხოვრებლების სერია ალპებში

მოცემული პრეისტორიული ნამოსახლარები ძვ. წ. 5000 - 500 წლებში აშენდა ტბების, მდინარეებისა და ჭაობების ნაპირებზე. არსებობს 111 ძეგლი, რომლებიც მიმოფანტულია სხვადასხვა ქვეყნებში. ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, სლოვენიასადა შვეიცარიაში.

გათხრების შედეგად, რაც მხოლოდ რამდენიმე ძეგლზე ჩატარდა, აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომელებიც ადასტურებენ ალპური ევროპის დასახლებულობას ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდებში და ურთიერთქმედებას მათს გარემოსთან. როგორც იუნესკო აღნიშნავს, დასახლებები უნიკალური და განსაკუთრებული, საუკეთესოდ შემონახული კულტურული და მდიდარი არქეოლოგიური ძეგლებია, რომლებიც წარმოადგენენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს რეგიონის ადრეული აგრარული საზოგადოებების შესწავლისას.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: