პეკჰემის ბიბლიოთეკა

პეკჰემის ბიბლიოთეკა მდებარეობს ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ, პეკჰემში.

შენობის პროექტი 2000 წლის სტირლინგის არქიტექტურული პრემიის ლაურეატი გახდა, რომლის ავტორია ალსოპ ენდ სტორმერი.

შენობა გადაბრუნებულ ლათინურ „L“-ს წააგავს, რომლის ზედა ნაწილი თხელ სხვადასხვა კუთხით დახრილ ლითონის საყრდენებზეა დაბჯენილი.

სტირლინგის პრემიის შემფასებლებზე გავლენა შენობის დიზაინერთა მიდგომამ იქონია. არქიტექტორებმა ბიბლიოთეკის ძირითადი მასა ზემოთ აწიეს, რათა მის ქვეშ საზოგადოებრივი სივრცე შექმნილიყო, ხოლო წყნარი სამკითხველო დარბაზები კი ხმაურიან ქუჩის დონეს აცდენოდა. მიწის დონეზე დარჩენილი საყრდენი ნაგებობა საინფორმაციო და მედიის ცენტრისთვის არის დათმობილი.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: