პირველი ვირტუალური მაღაზია მსოფლიოში

"eBay"-მ კომპანია  "Myer"-თან პარტნიორობით გამოუშვა მსოფლიოში პირველი ვირტუალური მაღაზია. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ათასობით ნივთის ნახვა სახლიდან გაუსვლელად. 

iOS და Android აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ დაგჭირდებათ მოწყობილობა "shoptical". ეს გახლავთ ამ კომპანიების მიერ გამოშვებული სპეციალური ჰედსეთი, რომლის საშუალებით შესაძლებელია ვირტუალური მაღაზიის ნახვა. Android აპლიკაცია თავსებადია Samsung's Gear VR-თან. "Ebay"-მ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცა 20 ათასამდე "shoptical"-ი.

ჰედსეთის გაკეთების შემდეგ, ვირტუალურ მაღაზიაში დაინახავთ გასაყიდი ნივთების კატეგორიებს. ასარჩევად საჭიროა "დაკვირვებით" რამდენიმე წამი შეხედოთ სასურველ კატეგორიას. ამისთვის გამოიყენება სპეციალური ტექნოლოგია "eBay Sight Search". ნივთების ფასსა და მახასიათებლებს დაინახავთ 3D ფორმატში, არჩეული ნივთები კი დაემატება კალათაში. გადახდას შეძლებთ "eBay"-ის აპლიკაციით. 

იხილეთ სრული მახასიათებლები ვიდეოში: 



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: