პირველი პლასტმასის ავტობანი მსოფლიოში

ფაქტია, რომ პლასტმასის ბოთლები და მსგავსი ნივთიერებები დიდ ზიანს აყენებს გარემოს. სამწუხაროდ, ისინი ყველგან გვხვდება, ქუჩაში, ქალაქში, ზღვაზე, მდინარეზე ა.შ. რაც დრო გადის, მათი რაოდენობა იზრდება. გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომ, შედარებით "ღარიბი" ქვეყნები თავს იკავებენ მათი მშენებლობისთვის. 

ჰოლანდიურმა უმსხვილესმა კომპანიამ „KWS Infra“ და ფირმა „VolkerWessels“-მა გადაწყვიტა გადამუშავებული სინთეტიკური მასალისგან  მსოფლიოში პირველი პლასტმასის საავტომობილო გზის დაგება. ამ ტიპის გზების დაგება  პირველად ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მოხდება.

მსგავსი გზის საფარი  ჩვეულებრივთან შედარებით, ნაკლებად დაზიანებადი, იაფი და სამჯერ უფრო გამძლე იქნება წყლის ზემოქმედებისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ. ყველაზე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოთხოვნა გაიზრდება პლასტმასის ნივთებზე, შესაბამისად გარემო ნაკლებად დაბინძურდება, ეს კი ეკოლოგიური თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. 

მსუბუქი და საიმედო პლასტიკატის კონსტრუქციების დამონტაჟება მოხდება გასწორებულ ქვიშაზე, რასაც ძალიან მცირე დრო დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი გზების გასწვრივ, კომუნიკაციებისთვის მიწის თხრა საჭირო აღარ იქნება - პლასტიკატის გზის კონსტრუქცია გათვალისწინებულია სხვადასხვა კაბელებისა და წყალგაყვანილობისთვისაც. შესაბამისად, ამით დროც დაიზოგება და ფულიც.

კომპანია „KWS Infra“-ს  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პლასტიკატის საფარს შეუძლია, -40-დან +80 გრადუსამდე ტემპერატურის ცვლილებას გაუძლოს. გამძლეა ქიმიური რეაგენტების მიმართ და თითქმის არ საჭიროებს ტექმომსახურებას.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: