პლანეტების მწკრივი

ასტრონომიაში ორი ან მეტი მზის სისტემის ობიექტების განლაგებას ერთ ხაზზე, ეწოდება პლანეტების მწკრივი.

პლანეტებისათვის, რომელთა ორბიტები დედამიწის ორბიტის შიგნითაა, განასხვავებენ ზედა და ქვედა შეერთებებს მზესთან და აღმოსავლეთ და დასავლეთ ელონგაციებს. 

ზედა შეერთებისას პლანეტა მზის მიღმაა და მის სხივებშია გაუჩინარებული, ქვედა შეერთებისას კი შეიძლება გამოჩნდეს მისი გავლა მზის დისკოზე. 

ანალოგიურად განიმარტება მთვარის, მცირე ცთომილების, კომეტების, კოსმოსური ზონდებისა და სხვა სხეულთა კონფიგურაციები. მაგ., მთვარის კონფიგურაციები შეესაბამება მთვარის ფაზებს. მთვარისა და პლანეტების კონფიგურაციების ცხრილები ყოველწლიურად ქვეყნდება ასტრონომიულ წელიწდეულებში.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: