პროქსიმა კენტავრი b

პროქსიმა კენტავრი b გახლავთ მზის სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტა. იგი მდებარეობს დედამიწიდან 4,2 სინათლის წლის მანძილზე, კენტავრის

თანავარსკვლავედში და წარმოადგენს მზის სისტემასთან დღემდე ცნობილ უახლოეს ეგზოპლანეტას. აღმოჩენისთანავე, ყურადღება მიიპყრო ფაქტმა, რომ იქ სიცოცხლე შესაძლებელია. 

პლანეტა 2016 წლის აგვისტოში ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ აღმოაჩინა. მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწასთან სიახლოვის გამო, არსებობს პლანეტის შესაძლო რობოტული გამოკვლევის შანსი პროექტ Starshot-ის ფარგლებში ან მინიმუმ „უახლოეს საუკუნეებში“. პლანეტის აღმოჩენა რადიალური ბრუნვის მეთოდით მოხდა, სადაც დედა ვარსკვლავის სპექტრული ხაზების პერიოდული ჩაბნელება მის ორბიტაზე მოძრავ ობიექტზე მიუთითებდა.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: