რაკეტა სატურნ V

ეს გახლავთ ამერიკის მრავალსაფეხურიანი თხევადსაწვავიანი რაკეტა-მატარებელი. იგი 1967-1973 წლებში, „აპოლოსა“ და „სკაილების“ კოსმოსური პროგრამისათვის გამოიყენებოდა.

რაკეტა შეიქმნა კომპანიებთან: ბოინგი, North American Aviation, Douglas Aircraft Company და აი-ბი-ემი თანამშრომლობით. მისი გაბარიტებით, მასით და კოსმოსში გატანილი სასარგებლო ტვირთის რაოდენობით ის დღემდე რჩება კაცობრიობის ისტორიაში უძლიერეს რაკეტა-მატარებლად.  110.6 მეტრი სიმაღლის, 10 მეტრი დიამეტრის მქონე ხომალდმა, ორბიტაზე, საერთო მასით, 3 000 ტონა სასარგებლო ტვირთი გადაიტანა.

სატურნ-V შედგებოდა სამი საფეხურისგან: პირველი საფეხური S-IC, მეორე საფეხური S-II და მესამე საფეხური S-IVB, და ინსტრუმენტალური განყოფილებისგან. სამივე საფეხური იყენებდა თხევად ჟანგბადს მჟანგველად. რაც შეეხება საწვავს, პირველი საფეხური იყენებდა ნავთს, ხოლო მეორე და მესამე თხევად წყალბადს. სამივე საფეხური იყენებდა მყარსაწვავიან რაკეტებს, რომლებიც გამოიყენებოდა იმისათვის, რომ საფეხურები დაეცილებინა ერთმანეთისათვის ფრენის განმავლობაში.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: