რეანიმაციის პირველი მცდელობები XVIII საუკუნეში

1767 წლის აგვისტოში, ამსტერდამში შეძლებული და საზოგადოდ მოაზროვნე ადამიანები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ დამხრჩვალ ადამიანთა გადარჩენის საზოგადოება.

საზოგადოების წევრებმა შეკრიბეს და შეიმუშავეს სხვადასხვა მეთოდები და რეკომენდაციას უწევდნენ შემდეგ მანიპულაციებს:

დაშავებულის გათბობა

გადაყლაპული წყლის ამოსაღებად დაშავებულის თავის ფეხის დონეზე დაბლა მოთავსება.

მუცელზე ზეწოლა

ხელოვნური სუნთქვის ჩატარება პირიდან-პირში ჩასუნთქვის მეთოდით ან საბერველის გამოყენებით.

ღიტინი დაშავებულის ყელზე.

დაშავებულის "სტიმულირება" თამბაქოს კვამლით რექტალური ან ორალური გზით. რექტალური "სტიმულირებისათვის" გამოიყენებოდა საბერველი, რომლითაც ანალური ხვრელის გავლით სწორ ნაწლავში უშვებდნენ კვამლს.

სისხლის გამოშვება.

ამსტერდამის საზოგადეობა ამტკიცებდა, რომ ამ მეთოდების გამოყენებით 4 წლის განმავლობაში 150 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს.

ჩამოთვლილთაგან პირველი ოთხი დღემდე გამოიყენება მედიცინაში.

პირველი საზოგადების წარმატების შემდეგ, ევროპის ქვეყანათა დედაქალაქებში მალევე გაჩნდა ანალოგიური პროფილის გაერთიანებები, რომელთა მიზანს რეანიმაციის სრულყოფილი მეთოდის პოვნა წარმოადგენდა. 1769 წელს, ჰამბურგის ეკლესიებში დაიწყო არსებული მეთოდების სწავლება, რომელიც მოიცავდა დამხრჩვალი, გაყინული და ტოქსიკური აირით მოწამლული ადამიანების დახმარებას. აღნიშნული შეიძლება ჩაითვალოს პირველ მასობრივ სამედიცინო სწავლებად. 1774 წელს, ლონდონში დაარსდა სამეფო ჰუმანიტარული საზოგადოება, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ თანამედროვე სასწრაფო სამედიცინო დახმარების წინამორბედად.

მსგავსი ტექნიკა აღმოჩენილია მე-20 საუკუნეში, ჯიუჯუცუსა და ძიუდოს წიგნებში, რომლებიც მე-17 საუკუნის ადრეულ პერიოდში გამოიყენებოდა. 1910 წელს, ნიუ-იორკ თაიმზის ჟურნალისტმა დეტალურად აღწერა ჯიუჯუცუში გამოყენებული ტექნიკა, რომელიც კაპოს ან კუტასუს სახელით არის ცნობილი.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: