რიწის ტბა

რიწის ტბა, ასევე დიდი რიწა მდებარეობს აფხაზეთში. ზღვის დონიდან 884 მ, მაქსიმალური სიღრმე 101 მ-ია. ქვაბული წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად.

რიწის წყალი გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში — მოცისფრო-მოლურჯო. მდიდარია ფიტოპლანქტონით. თევზებიდან იცის მხოლოდ კალმახი. რიწა უღრმესი ტბაა ამიერკავკასიაში. მის გარშემო მთების სიმაღლე მერყეობს 2200-3500 მ შორის. ტბის გარშემო წიწვოვან ნაძვთა მრავალი ნაირსახეობა ხარობს, ზოგი მათგანის სიმაღლე 70 მეტრს აღწევს.

იოსებ სტალინს ამ ტბის მიდამოებში საზაფხულო აგარაკი ჰქონდა.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: