რობოტი პოლიციელი დუბაიში

ეს გახლავთ პირველი რობოტი პოლიციელი მსოფლიოში, კერძოდ დუბაიში. მისი აღჭურვილობა და სისტემა მაღალ დონეზეა განვითარებული. მას ემოციების დეტექტორის საშუალებით ადამიანის მიერ გაცემულ სიგნალებისა და ჟესტიკულაციების ამოცნობა 1.5 მეტრის რადიუსში შეუძლია. იგი იმოძრავებს ქუჩაში, რომლის მიზანი იქნება სამართალდამცველების დახმარება, კანონდამრღვევების გამოვლენაში. ასევე, მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გასაჭირში მყოფი ადამიანისთვის დახმარების გაწევაც შეუძლია.

რობოტი რამდენიმე ენას ფლობს, რაც ტურისტებთან კომუნიკაციასაც ამარტივებს.  მოქალაქეები რობოტზე განთავსებული სენსორული ეკრანისა და მიკროფონის გამოყენებით, პოლიციისთვის დანაშაულის შეტყობინებას შეძლებენ. 

დუბაის პოლიციის Smart სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, 2030 წლისთვის დუბაის პოლიციას მსოფლიოში პირველი "ჭკვიანური პოლიციის განყოფილება" ექნება, რომელშიც მხოლოდ რობოტები იმუშავებენ. 

ვიდეო:



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: