სადაც დრაკონი ზღვაში ჩაეშვა ჰა ლონგის უბე

ჰა-ლონგის უბე, ასე უწოდებენ ტონკინის ყურეში არსებულ უბეს, რაც ვიეტნამურ ენაზე ნიშნავს - სადაც დრაკონი ზღვაში ჩაეშვა.

ამ ტერიტორიაზე მდებარეობს 3000-ზე მეტი კუნძული, კლდეები, მღვიმეები. კლდეების კირქვები 500 მლნ წლის წინაა ფორმირებული. ხმელეთი თუ წყალქვეშა სამყარო ხასიათდება ბიომრავალფეროვნების მაღალი დონით. აქ გავრცელებულია ფლორის 14 და ფაუნის 60 ენდემური სახეობა.

ისტორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ტერიტორია ათასობით წლის წინ, პრეისტორიული ადამიანებით იყო დასახლებული. უბეში მდებარე ზოგიერთი კუნძული დასახლებულია. ერთ-ერთ მათგანზე, ტუანჩაუზე მდებარეობდა ხო ში მინის რეზიდენცია. კუნძულების დაახლოებით ნახევარი, 1986 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა.
1994 წელს, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

ვიდეო:




მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: