საიდან მომდინარეობს სახელწოდება გალაქტიკა

სახელწოდება „გალაქტიკა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან - galaktikos, რაც ნიშნავს - „რძიანი“. ეს სახელი მისი გარეგნობიდან შეარქვეს.  ბერძნულ მითოლოგიაში, მოკვდავი ქალისგან შეძენილი ვაჟი ჰერაკლე ზევსმა მძინარე ჰერას მკერდზე მიუწვინა, რა დროსაც ჩვილმა მისი ღვთიური რძე დალია, რის შედეგადაც იგი უკვდავი გახდა. ჰერას მაშინ გამოეღვიძა, როდესაც ჰერაკლე მის ძუძუს წოვდა. ჰერა მიხვდა, რომ საკუთარი რძით ის უცნობ ბავშვს კვებავდა. მან ჩვილი სასწრაფოდ მოიშორა მკერდიდან, რა დროსაც მისი რძის შხეფები ღამის ცას შეესხა, რამაც ბუნდოვანი სინათლის ზოლები წარმოქმნა, რომელსაც „რძიანი გზა“ უწოდეს.

ასტრონომიულ ლიტერატურაში დიდ ასოზე დაწყებული სიტყვა „Galaxy“ ჩვენი გალაქტიკის, „ირმის ნახტომის“, აღსანიშნად გამოიყენება. 



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: