სალათა ვალდორფი

ინგრედიენტები: 

მაიონეზი - 4ს.კ

ვაშლის წვენი - 2ს.კ 

თხელი თაფლი - 1ს.კ 

სქელი ნაღები - 100 გ  

ნიახურის ძირი - 500გ  

ლიმონის წვენი - 2 ს.კ 

მჟავე ვაშლი - 3ც 

ნიგოზი - 100გ 

ბროწეული - 1ც

სალათის ფოთლები - 200გ 

მარილი - გემოვნებით 

პილპილი - გემოვნებით

მომზადება: 

ვაშლის წვენი, მაიონეზი და თაფლი ავურიოთ ერთმანეთში. ნაღები ისე ავთქვიფოთ, რომ ძალიან არ გამაგრდეს. მაიონეზს შევურიოთ მარილი, პილპილი და ნაღები. ნიახურის ძირი გავფცქვნათ და წვრილ ღერებად დავჭრათ. დავასხათ ლიმონის წვენი. ამავე ზომაზე დავჭრათ გულამოცლილი ვაშლები და ნიახურთან ერთად მომზადებულ სოუსს შევურიოთ. ასე გავაჩეროთ 1 საათი. ნიგოზი მოვხალოთ და მსხვილად დავჭრათ. გავარჩიოთ ბროწეული. სალათის ფოთლები გავრეცხოთ და შევაშროთ, შემდეგ ხელით დავაქუცმაცოთ. სალათის ყველა ინგრედიენტი ერთად ავურიოთ.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: