სალათა ცეზარი

ინგრედიენტები:

  1. ქათმის ფილე - მოხარშული 2ც
  2. პურის - ნაჭერი 4ც
  3. სალათის ფოთლები - 2 კონა
  4. ნიორი -  3 კბილი
  5. ლიმონი - 1ც
  6. ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  7. ხმელი ბაზილიკი - 1 ჩ.კ
  8. ყველი პარმეზანი - 150გ
  9. ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
  10. კვერცხი - 3
  11. მარილი - გემოვნებით

მომზადება:

თხელ ნაჭრებად დავჭრათ ქათმის ხორცი პური კი - მცირე კვადრატებად. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავაყაროთ ბაზილიკი, დაჭყლეტილი ნიორი და მოვურიოთ. დავუმატოთ პურის დაჭრილი კვადრატები და შევბრაწოთ. კვერცხს დავასხათ მდუღარე წყალი და ერთი წუთის შემდეგ ამოვიღოთ და ზეთთან ერთად მოვათავსოთ ბლენდერში, შემდეგ ცოტა მარილი დავამატოთ და ავთქვიფოთ. სალათის ფოთლები ხელით დავაქუცმაცოთ. სასალათეს ან ლანგარს წავუსვათ ლიმონის წვენი და ცოტა მარილი მოვაყაროთ. ზედ ფენა-ფენა დავაწყოთ სალათის ფოთლები, ქათმის ხორცი, გახეხილი ყველი და შებრაწული პურის კრუტონები. აქა-იქა მოვასხათ მომზადებული სოუსი და სურივილსამებრ მოვაწუროთ ლიმონი. ბოლოს მოვახეხოთ ყველი და მომზადებისთანავე მივიტანოთ სუფრაზე.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: