სალათი რაიტა

ინგრედიენტები:

მაწონი - 4სკ 

კიტრი - 1ც 

პამიდორი - 1ც 

წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა - 1/2ჩკ 

ნიორი - 1 კბილი

წვრილად დაჭრილი ქინძი და პიტნა - 1სკ 

მწიკვი შაქარი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

კიტრი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავაყაროთ მარილი და ჩავდოთ საწურში დასაწრეტად 15-20 წუთის განმავლობაში. ქვასანაყში ჩავნაყოთ ნიორი ცოტა მარილთან ერთად და ავურიოთ მაწონში, ჩავუმატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი, კიტრი, მწვანილი და მზად არის.


გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: