სამარადისო ბლოკნოტი

The Everlast notebook - "სამარადისო, შეუცვლელი ბლოკნოტი". ეს გახლავთ თანამედროვე, უსასრულოდ მრავალჯერ გამოყენებადი ბლოკნოტი. ვიზუალურად ჩვეულებრივ, ტრადიციულ პორტატულ ბლოკნოტებს ჰგავს, მაგრამ მათთან შედარებით ბევრი ფუნქცია გააჩნია. 

დასაწერად საჭიროა Pilot FriXion-ის კალამი, რომელიც შეგვიძლია მცირე წყლით გაჟღენთილი მატერიით წავშალოთ. სანამ წავშლით, ნამუშავარი შესაძლებელია შევინახოთ შემდეგ დრაივებზე - Dropbox, Evernote, Google Drive, Box, iCloud, Slack ან გავაგზავნოთ ელ. ფოსტაზე. ამისთვის საჭიროა უფასო აპლიკაცია Rocketbook. იგი აფიქსირებს მხოლოდ ბლოკნოტის ქაღალდს და გადაღების შემდეგ ავტომატურად ტვირთავს თქვენ მიერ მითითებულ დრაივზე, რომელიც შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გადმოტვირთოთ A4 ზომაზე PDF ფორმატში. 

ბლოკნოტის თითოეულ გვერდზე განთავსებულია QR კოდი, რომელიც აპლიკაციას ეხმარება განსაზღვროს გვერდის ნომერი. 

ფასი განისაზღვრება რაოდენობის მიხედვით. ერთი ცალი ბლოკნოტი და კალმის ფასი გახლავთ 34$.

იხილეთ სრული მახასიათებლები: The Everlast Notebook

ვიდეო:



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: