სამშვილდის ნაქალაქარი

საქართველოს ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქალაქ თეთრიწყაროს სამხრეთით 6 კმ-ში, მდებარეობს სამშვილდის ნაქალაქარი. იგი ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქი გაშენებული იყო მდინარე ჭივჭავისა და ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებულ კონცხზე, რომლის ორ მხარეს კლდოვანი ხრამებია. ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს, თუმცა, აქვე მდებარე გამოქვაბულები და მენჰირები წინაქრისტიანულ პერიოდს განეკუთვნება. ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია შემორჩენილი.

იხილეთ TravelGIS-ზე: სამშვილდის ტური


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: