საშობაო ბატი

ინგრედიენტები: 

დიდი ბატი - 1ც  (4-5 კგ) 

მარილი - 2ს.კ 

ხმელი ქინძი - 2ს.კ 

სხვადასხვა პილპილის ნარევი - 1ს.კ 

ხერესი - 230მლ 

ფორთოხლის ცედრა - 1 

ვაშლი - 1.3კგ 

შავქლიავას ჩირი - 200გ

თაფლი - 50გ 

მომზადება: 

ბატს მუცლიდან ამოვაჭრათ ზედმეტი ცხიმი, მოვაჭრათ კისერი და დავუტოვოთ 3-4 სმ კანი. მარილი, პილპილი, ხმელი ქინძი ავურიოთ და შევაზილოთ ბატს შიგნიდან და გარედან, გავახვიოთ ცელოფანში და 24 საათით მაცივარში მოვათავსოთ. ფორთოხლის ცედრას დავუმატოთ 80 მლ ხერესი და ფუნჯით წავუსვათ ბატს. ისევ გავახვიოთ ცელოფანში და ამჯერად 4 საათით შევდოთ მაცივარში. ვაშლები ოთხად გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ და 10 წუთით დარჩენილ ხერესში მოვათავსოთ. ბატს მუცელში ჩავუწყოთ ვაშლები და შავქლიავას ჩირი და ღია ნაწილები ამოვკეროთ. ფრინველი მოვათავსოთ ზეთწასმულ თუნუქის ფურცელზე და 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით შევდგათ. შემდეგ ტემპერატურას 150 გრადუსზე დავუწიოთ. ბატის ფრთებსა და ფეხებს შემოვახვიოთ ფოლგა, რომ არ დაიწვას. შეწვისას ბატი ბევრ ქონს გამოყოფს, შესაძლოა მისმა რაოდენობამ 600 მლ-საც კი მიაღწიოს – ცხიმის ნაწილი გადავღვაროთ, ნაწილი კი ზედ წავუსვათ და განვაგრძოთ მზადება. დაახლოებით 2,5-3 საათის შემდეგ, როცა ბატი მზად იქნება, წავუსვათ თაფლი და მოვასხათ ხერესი, რომელშიც მანამდე ვაშლი და ჩირი ეწყო, შევაბრუნოთ ღუმელში და დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში შევწვათ. მზა ბატი გავახვიოთ ფოლგაში 45 წუთით და თბილად გავაჩეროთ.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: