საშობაო სიმღერა ღამე ნათელი

ღამე ნათელი ეს გახლავთ პოპულარული საშობაო სიმღერა, რომელიც დაწერილია 1818 წელს ავსტრიაში, ფრანც ქსავერ გრუბერის მიერ იოზეფ მორის ტექსტზე. 2011 წლიდან სიმღერა შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. სიმღერა გერმანულიდან თარგმნილია მსოფლიოს 350-ზე მეტ ენასა და დიალექტზე და ჩაწერილია მრავალი მომღერლის მიერ ყველა მუსიკალურ ჟანრში. ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საშობაო სიმღერად.

სიმღერის სახელწოდება ორიგინალში, გერმანულ ენაზე - Stille Nacht, heilige Nacht ითარგმნება, როგორც „წყნარი ღამე, წმინდა ღამე“. სიმღერა აგრეთვე ცნობილია ინგლისური სახელწოდებით „Silent Night“, რაც გერმანული დასახელების ზუსტი თარგმანია. ქართულ თარგმანში სიმღერა იწყება სიტყვებით „საოცარ წამს, იდუმალ წამს“, თუმცა სიმღერის დასახელებად შერჩეულია „ღამე ნათელი“.

აუდიო:




მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: