საცივი

ინგრედიენტები:

ქათამი ან ინდაური - 1.5კგ

ნიგოზი - 700გ

ხახვი - 5 თავი

ქინძი - 1ჩკ (ხმელი)

უცხო სუნელი - 1ჩკ

ყვითელი ყვავილი - 1ჩკ სავსე 

დარიჩინი - 1/2ჩკ

მიხაკი - 5ც

ნიორი - 4 კბილი 

წითელი წიწაკა - 1ჩკ სავსე 

მარილი - გემოვნებით 

ღვინის ძმარი - 2სკ თეთრი 


მომზადება:

ჩავასხათ ქვაბში 2 ლიტრი წყალი და მოვათავსოთ ქათამი ან ინდაური. დავდგათ საშუალო ცეცხლზე, სანამ ნახევრად არ მოიხარშება. შემდეგ ამოვიღოთ მოწალული ქათამი ქვაბიდან და მოვათავსოთ საცხობ ლანგარზე. კოვზით მოვასხათ ცხიმი, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა, და ვაცხოთ 180  გრადუსზე, სანამ კარგად არ შეიბრაწება. მომზადებული ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ნახარში არ გადააქციოთ.

თხლად დავჭრათ ხახვი და 6-7 წუთის განმავლობაში შევბრაწოთ ცოტაოდენ ცხიმში, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა. შემდეგ მოვათავსოთ ჯამში და დავამუშავოთ ხელის ბლენდერით, ერთგვაროვანი მასის მისაღებად. ჩავასხათ მიღებული სოუსი ქვაბში, რომელშიც ქათამი იხარშებოდა.

ნიგოზი რამდენჯერმე გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და თუ ხელით ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის. დიდ თასში ჩავუმატოთ გატარებულ ნიგოზს ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დარიჩინი და დაფქული მიხაკი. შევურიოთ ხელით და თუ ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის.

დავნაყოთ ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად. შემდეგ ჩავუმატოთ ნიგვზიან მასას, ჩავასხათ 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარიც და კარგად შევურიეთ. ნელ-ნელა ჩავასხათ ხახვიანი ქათმის ნახარშიც და თან გამუდმებით ვურიოთ. როცა კარგად შევურევთ, გადავწუროთ მიღებული მასა საცერში, ჩავასხათ ისევ ქვაბში, ჩავუმატოთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მივიყვანოთ დუღილამდე.

ბოლოს, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააცივეთ. მოასხით ზეთი, თუკი გამოწურეთ.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: