სახლის უსაფრთხოების კამერა

Cocoon - გახლავთ სახლის თანამედროვე პორტატული კამერა. იგი შედგება HD კამერის, მოძრაობის ამომცნობი და საბსაუნდ ტექნოლოგიისგან. ვიზუალურად იგი ძალიან პატარაა, მაგრამ მას მთელი სახლის კონტროლი შეუძლია. 

უნიკალურ საბსაუნდ ტექნოლოგია, რაიმე დამატებითი სენსორების გარეშე, გრძნობს სხვა ოთახებში არსებულ ხმაურს.

აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დისტანციურად აკონტროლოს სახლი. თუ გაქვთ ინტერნეტი  და ხართ სამსახურში, გასართობად, ან საერთოდ სახლიდან შორს, შეგიძლიათ ადევნოთ თვალყური თუ რა ხდება თქვენს სახლში. გაურკვეველ შემთხვევაში, ეს იქნება სახლში უცხო პიროვნების შემოსვლა ან სხვა რამ, აპლიკაციის საშუალებით მიიღებთ შეტყობინებას. 

კამერა თქვენი ოჯახის წევრების სმარტფონების მდებარეობის მიხედვით ხვდება თუ ვინ არის სახლში. ასევე, გააჩნია ღამის ხედვის რეჟიმი. 

ვიდეო:



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: