საჰარის გრილი ჭიანჭველები

საჰარაში ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს. ყველა არსება დაეძებს ჩრდილს და ეფარება. საჰარის ვერცხლისფერი ჭიანჭველები კი ამ დროს გამოსულნი არიან და დაეძებენ ცხოველთა ლეშებს. 2015 წელს ბელგიის ორი უნივერსიტეტის მეცნიერები ერთი თვე ცდილობდნენ დაედგინათ, თუ როგორ ახერხებდნენ ჭიანჭველები სიცხესთან ადაპტირებას.

მათ ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით აღმოაჩინეს, რომ ჭიანჭველების ხშირი, სამკუთხა „ბალანი“ მზის სხივს პრიზმასავით ირეკლავს. დოქტორანტმა კვენტინ უილოტმა ჭიანჭველა გაპარსა და ცხელ ქურასთან მოათავსა. შედეგად, მისი სხეულის ტემპერატურამ აიწია. უილტონის თქმით, გაგრილების ეს მეთოდი უნიკალურია და მსგავსი ამრეკლავით უკვე ბევრი კომპანია დაინტერესდა.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: