სიხოტე ალინის მეტეორიტი

1947 წლის 12 თებერვალს, რუსეთის პრიმორიეს მხარეში, სიხოტე-ალინის დასავლეთ ნაწილში ჩამოვარდა მეტეორიტი, რომლის მიახლოებითი წონა 70 ტონა იყო. იგი შემჩნეულ იქნა ვარდნისას. 

მეტეორი ჰაერში დაიმსხვრა და 3 კვ.კმ ფართობზე მეტეორიტული წვიმა გამოიწვია, ახლდა ბოლიდიც, რომელიც 400 კმ რადიუსიან არეში ჩანდა და დატოვა მტვრის ნაკვალევი. ბოლიდის გაქრობისას გაისმა დარტყმის ხმა, გრუნტი და ნაგებობები შეირყა.

მოვლენა შეისწავლა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მეტეორიტეტის კომიტეტის რამდენიმე ექსპედიციამ ვ. ფესენკოვის, ე. კრინოვისა და ს. ფონტინის ხელმძღვანელობით. აღმოჩნდა 24 კრატერი (დიამეტრი 9-26 კმ) და 78 პატარა ღრმული, რომლებიც ცალკეულმა მეტეორიტებმა წარმოქმნეს. უფრო მსხვილი მეტეორიტები დაიმსხვრა კლდის ქანებზე დაჯახებისას, წარმოიქმნა მტვერი და წვრილი მეტეორიტები, რომლებიც ტაიგაში გაიფანტა (იპოვეს ≈ 3500).



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: