სოფელი ჰალშტატი ავსტრიაში

ზემო ავსტრიაში მდებარეობს სოფელი ჰალშტატი, ჰალშტატერის ტბის სიახლოვეს. იგი ისტორიულად ცნობილია მარილის წარმოებით, რომელსაც ადგილობრივი საბადოებიდან მოიპოვებენ. წარმოადგენს ევროპის უძველეს მარილის მაღაროს, სადაც უკვე სამი ათასი წელია ეს პროცესი მიმდინარეობს. აქედან მარილი ბალტიის რეგიონსა და ხმელთაშუაზღვისპირეთშიგაედინებოდა.

სოფლის სახელწოდებისაგან წარმოსდგება ჰალშტატის კულტურის დასახელებაც, რომელიც ამ ტერიტორიაზე რკინის ხანაში ყვაოდა. 1997 წელს, იუნესკომ ჰალშტატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: