სპირალური გალაქტიკა

სპირალური გალაქტიკა იგივე ანდრომედას გალაქტიკა, დაახლოებით 2,5 მილიონი სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული დედამიწიდან, ანდრომედას თანავარსკვლავედში. იგი ცნობილია, როგორც "მესიე 31". ეს გალაქტიკა უახლოესი სპირალური გალაქტიკაა, რომელიც ჩვენს გალაქტიკასთან მდებარეობს, მაგრამ არა ყველაზე უახლოესი. მან თავისი სახელი მიიღო იმ ცის ნაწილიდან, რომელშიც ის ჩნდება ხოლმე - ანდრომედას თანავარსკვლავედში, რომელმაც ეს სახელი მითოლოგიური პრინცესა ანდრომედასგან მიიღო. M31 ყველაზე დიდი გალაქტიკაა "ადგილობრივ ჯგუფში", რომელიც ასევე მოიცავს ჩვენს "ირმის ნახტომს" და 30-მდე სხვა შედარებით პატარა გალაქტიკას. მართალია ანდრომედა უდიდესია "ადგილობრივ ჯგუფში", მაგრამ ის ყველაზე მასიური არაა. ახალ კვლევებს თუ დავუჯერებთ, ჩვენი გალაქტიკა შეიცავს უფრო მეტ ბნელ მატერიას და სრულიად შესაძლებელია "ირმის ნახტომი" იყო ყველაზე მასიური ჯგუფში. 2006 წლის დაკვირვებების მიხედვით, რომელიც "სპიცერის" ინფრაწითელი ტელესკოპით მოხდა, M31-ში არსებობს 1 ტრილიონი ვარსკვლავი: სულ ცოტა, ორჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს გალაქტიკაში. "ირმის ნახტომში" მეცნიერებმა შეაფასეს ვარსკვლავების რაოდენობა და გამოვიდა, რომ ის შეიცავს 200-400 მილიარდ მნათობს.

ანდრომედას გალაქტიკა, მეცნიერთა აზრით, დაახლოებით იწონის 7,1x1011 მზის მასას. 

ანდრომედე გახლავთ ძველბერძნულ მითოლოგიაში ეთიოპიის მეფის, კეფეოსის და კასიოპეას ასული. ანდრომედამ თავისი სილამაზით განარისხა პოსეიდონის ქვეშევრდომები, რომლებმაც პოსეიდონს მიმართეს და მან ეთიოპიას გველეშაპი მიუსია. გველეშაპის მოშორების ერთადერთი პირობა იყო მისთვის ანდრომედას შეწირვა. ანდრომედა კლდეს მიაჯაჭვეს და გველეშაპს დაუტოვეს. მეფის ასული გადაარჩინა პერსევსმა, რომელიც მფრინავი სანდლებით შინ ბრუნდებოდა. მან გველეშაპს მედუზა გორგონას თავი უჩვენა და გაქვავებული ურჩხული წყალში ჩავარდა.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: