სტუდენტების ცხოვრება

ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ თუ ღირსეულად,მაშინ ერთხელაც საკმარისია“(მერი ჯეინ ვესთი) „ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს ბალანსი, რომ შეინარჩუნოთ,საჭიროა განაგრძოთ მოძრაობა.“(ალბერტ აინშტაინი) სულ ორი სიტყვით შემიძლია შევაჯამო ყველაფერი რაც ვისწავლე ამ ცხოვრებისგან : ის გრძელდება ! ეს სტატია  სტუდენტურ ცხოვრებას შეეხება და აღწერს თითოეული ჩვენთაგანის ამბავს.რას ითხოვენ ? რა სურთ მათ და როგორ შევუქმნათ სტუდენტებს მარვალფეროვანი ცხოვრება. დასწყისი  გამოჩენილი ადამიანების ბრძნული გამონათქვამებია და კარგია რომ არსებობს ასეთი დამაფიქრებელი ფრაზები, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენ ცოხვრებსა თუ გადაწყვეტილების მიღებაში. მე ამ სტატიას უბრალოდ არ დავწერ პირადად შევხვდები ჩემს  გმირებს და მათგან მოყოლილ პატარ-პატარ ამბებს ჩავაქსოვ აქ ,ვეცდები მე ვიყო გულწრფელი და ზუსტად ისე მოვყვე მათი მოთხოვნები, რომ ყველასთვის იყოს გასაგები.საინტერესოა რა აუწხებს თითოეულ სტუდენტს რა სჭირდებათ მათ რომ სწავლის მოტივაცია აუმაღლდეთ,ხშირად მათ ზარმაცობასა და გულგრილობაში ვადანაშაულებთ, თუმცა უნდა გავითავლისწინოთ, რომ თითოეულს აქვს თავიანთი წარსული, რომლითაც აქამდე მოვდინენ და არ გვაქვს უფლება რომელიმე მათგანი განვიკითხოთ. ჩვენ სტუდენტებს ბევრს გვთხოვენ სანაცვლოდ კი თითქმის არაფერს ვიღებთ,სწავლის დიდი გადასახდი,რომლის გამოც ხშირად სტატუსის შეჩერება ხდება,24 საათიანი სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება იმდენად მცირე, რომ ქირის გადახდასა და დამოუკიდებელ ცხოვრებას ვერ შეძლებ.  სტუდენტობა ეს ის პეროდია, როცა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა ამოვწუროთ,გამოვიყენოთ ყველა რესურსი იმის, რასაც ფიზიკური თუ გონებრივი მუშაობა ქვია რატომ მიდის უმრავლესობა ჩვენი ქვეყნიდან საზღვრებს გარეთ? იმიტომ რომ იქ მათ შრომა მეტად უფასდებათ და საკუთარი თავის რეალიზებასაც ახდენენ. იმისათვის რომ შევცვალოთ მომავალი თაობის ცხოვრება და სტუდენტებსაც შევუქმნათ შესაბამისი გარემო კარგია ამაში თითოეული ჩვენგანი თუ მიიღებს მონაწილეობას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ირმა ოქიტაშვილი,სამართლის ფაკულტეტის წრამომადგენელი ჩემთან საუბრისას ამბობს : „სურვილი მაქვს სწავლის საფასური ყველასთვის მორგებული იყოს,რადგან არსებობენ სტუდენტები ჩემს გარშემო,რომელთაც უჭირთ მისი სრულად დაფარვა,რაც მათი სტუდენტის სტატუსის შეჩერებით მთავრდება,სწავლა ხელმისწავდომი უნდა იყოს ყველასთვის. შემდეგი კითხვა რაც მე ირმას დავუსვი ეს იყო რა აუმაღლებდა სწავლის მოტივს ?- მან მიპასუხა, რომ კარიერული ზრდა და წინსვლა რასაც 4 წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნითა და ლექტორების გამოცდილებით მიიღებს დაეხმარება მომავლში უფრო განვითარდეს და დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოს,რაც შეეხება შეკითხვას ლექტორმა, რომელმაც მასწავლა - სტუდენტების უმრავლესობამ   სამართლის ბავშვების დაასახელა კრიმინოლოგიის ლექტორი თემო შენგელაია, ირმამ აღნიშნა რომ მან არა მხოლოდ საგანი,არამედ ცხოვრების სწორად წარმართვაც ასწავლა მას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ჩვენი სტუდენტობის 4 წლის განმავლობაში როგორ გავსწავლის ლექტორი საგანას.  საქართველოში არ გეგონოთ რომ მხოლოდ უმაღლესში სწავლობს ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები მე პირადად შევხვდი  ერთ-ერთი კოლეჯის,კერძოდ ორიენტირის  სტუდენტებს ზუკა ჯაფარიძესა და მარიამ კაკალაძეს ისინი 19-20 წლისები არიან და უკვე ჩამოყალიბებული აზრი აქვთ იმის შესახებ რა სჭირდებათ იმისათვის რომ მოტივაცია აუმაღლდეთ პირველ რიგში ისინი სახელმწიფოს ჩართულობას ასახელებენ განათლების კუთხით,ასევე მოტივაციისთვის საჭიროა  შესაბამისი გარემო ზუკა და მარიამი კოლეჯში კრიმინალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობენ და მომავლში სერიოზული გეგმები აქვთ წარმატებები მათ.თუკი ამ სტატიის მიზანს შემეკითხებით მე გეტყვით რომ თითქმის ყველა სტუდენტი ითხოვს ყველაფერს რეალურს რაც აუცილებელია მათთვის რომ ის წლები,რომლებიც ჩვენი ჩამოყალიბების ეტაპია ცხოვრებაში სწორად დახარჯული დრო იყოს 4 წლის მერე ქონდეს მათ შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანაში დასაქმდნენ, შეიქმნას ამის ყველანაირი რესურსი მიზანიც ეს არის რომ ამ ადამიანების დახმარებით ხმა მივაწვდინოთ თთოეულ მოქალაქეს და ჩემი როგორც ჟურნალისტის დანიშნულებაა რომ ზუსტად ეს ყოფითი პრობლემები იქნეს ასახული,მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა სტატის მომზადებისთვის პირველ რიგში სტუდენტებს.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: