სუპი რაგუ

ინგრედიენტები:

ხორცის ფარში - 250გ

პამიდორი - 2-3 ცალი

ხახვი - 1 თავი 

ნიორი - 3 კბილი

ტკბილი წიწაკა - 1 ცალი 

კარტოფილი - 2 ცალი 

პატარა მჟავე ვაშლი - 1 ცალი

ცხელი წყალი - 0.5 ლ 

ზეთი - 1 სუფრის კოვზი 

მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

მომზადება:

ხახვი დავჭრათ წვრილად. ნიორი დავჭყლიტოთ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხახვი, ნიორი და მოვშუშოთ. პამიდორს გავაცალოთ კანი და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. წიწაკას ამოვაცალოთ თესლი და ისიც მსხვილად დავჭრათ. ბოსტნეული დავუმატოთ ხახვსა და ნიორს, დავასხათ 100 მლ წყალი, დავუწიოთ ცეცხლს და ვშუშოთ. ცალკე ტაფაზე ნახევრად მოვშუშოთ ფარში, შევანელოთ მარილითა და წიწაკით. ფარში დავუმატოთ მოშუშულ ბოსტნეულს წყალთან, პატარა კუბებად დაჭრილ კარტოფილთან და ვაშლთან ერთად. როდესაც ბოსტნეული მოიხარშება, წვნიანი მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: