ტაკწანგ ძონგი

ტაკწანგ-ძონგი ან პარო ტაკწანგი ასევე ცნობილია, როგორც ვეფხვის ბუდე. იგი ზედა პაროს ხეობაში, კლდეზე მდებარე ცნობილი ჰიმალაური ბუდისტური ტაძრის კომპლექსია. კომპლექსი პირველად 1692 წელს მმართველმა გიალცე ტენზინ რაბგიემ ტაკწანგ სენგე სამდუპის გამოქვაბულის გარშემო ააგო, სადაც, გადმოცემით, VIII საუკუნეში გურუ პადმასამბჰავა მედიტირებდა. პადმასამბჰავას მიეწერება ბჰუტანში ბუდიზმის გავრცელება და ქვეყნის მფარველი ღვთაებაა. ტაძარი აგებულია ზღვის დონიდან 3120 მეტრზე, პაროს ხეობის ფსკერიდან 700 მეტრზე.


სახელი, ვეფხვის ბუდე, დაერქვა ლეგენდის მიხედვით, რომლის თანახმადაც გურუ პადმასამბჰავა ვეფხვად ქცეულ თავის ცოლ იეშე ცოგიალზე ამხედრებული ამ გამოქვაბულში მივიდა. გამოქვაბულში ასევე მედიტირებდა მილარეპა. ტაძარს ხშირად სტუმრობდა ბჰუტანის მეფე - შაბდრუნგი.



მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: