ტორტი ჩიტის რძე

ინგრედიენტები:

კვერცხი - 8 ცალი

შაქრის ფხვნილი - 4,5 ჩაის ჭიქა

კარაქი - 250 გრამი

მაწონი - 1 ჩაის ჭიქა

კაკაოს ფხვნილი - 5 სუფრის კოვზი

რძე ან წყალი - 3 სუფრის კოვზი

სოდა - 1 ჩაის კოვზი

ძმარი - 1 სუფრის კოვზი

ვანილი - გემოვნებით

მომზადება:

რვა კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; შევაზილოთ 200 გრამი დარბილებული კარაქი, ერთი ჩაის ჭიქა მაწონი, 2 სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი, სოდა, ძმარი, ვანილი, დავაყაროთ ფქვილი და კოვზით კარგად ავზილოთ (ცომი უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის სისქის). გაზქურის თუნუქის ფურცელზე დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი და დავასხათ ცომი. შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.

 დარჩენილი ცილები დიდხანს ვთქვიფოთ მიქსერით, სანამ თეთრი ,,ღრუბელივით" არ გახდება (ქვაბს რომ გადმოვაბრუნებთ არ უნდა გადმოიღვაროს); შევათქვიფოთ ორი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი.

 როდესაც გაზქურაში შედგმული ცომი ნახევრად გამოცხვება (დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ), ზემოდან კოვზით დავასხათ გათქვეფილი ცილა, შევდგათ გაზქურაში, სანამ ბეზე არ გამოცხვება (ოდნავ უნდა გამაგრდეს).

 წინასწარ მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი შემდეგნაირად: ავიღოთ 0,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი რძე ან წყალი, 50 გრამი კარაქი, 3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, ავურიოთ, დავდგათ ცეცხლზე და როცა ეს მასა დუღილამდე მივა, გადმოვდგათ და ცხელი მოვასხათ ტორტის ბეზეს.


გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: