უგემრიელესი კერძი ლაგმანი

ინგრედიენტები:

ცხვრის ხორცი - 120გ 

პომიდორი - 150გ 

ხახვი - 70გ 

ტომატპასტა 30გ

მწვანე ლობიო - 30გ 

ნიახურის ღერები - 30გ 

ბულგარული წიწაკა - 50გ

მწვანე თალგამი - 35გ 

ბადიანი -  2გ 

ზეთი - 25გ 

ნიორი - 3გ 

ოხრახუში - 3 ღერი 

მარილი, წიწაკა - გემოვნებით. 

ატრიისთვის - 1 კვერცხი, 2გ მარილი, 55გ ფქვილი.


მომზადება:

სქელძირიან, ღრმა ტაფაზე ზეთში შევწვათ დაჭრილი ხორცი, დავუმატოთ ტომატპასტა და ვშუშოთ. დავუმატოთ ბადიანი და დაჭრილი ბოსტნეული. მოვზილოთ ატრიის ცომი, ცოტა ხანს გავაჩეროთ, გავაბრტყელოთ და შემდეგ დავჭრათ ზოლებად. ატრია მოვხარშოთ მარილიან წყალში. ლაგმანი თეფშზე უნდა აეწყოს შემდეგნაირად: პირველ ფენად  მოვათავსოთ მოხარშული ატრია, შემდეგ ხორცი და ბოსტნეული, ზემოდან კი მოვასხათ ატრიის ნახარში.

გემრიელად მიირთვით!


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: