უდიდესი საფარული მყინვარი ისლანდიაში

ეს არის უდიდესი საფარული მყინვარი ისლანდიაში. ვატნაიეკუდლი  მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მოცულობით ვატნაიეკუდლი უდიდესია ევროპაში, ხოლო ტერიტორიით მეორე.

ყინულის საშუალო სისქე 400 მეტრია, მაქსიმალური კი 1000 მეტრი. ისლანდიის უმაღლესი წერტილი, პიკი ჰვანადალსჰნუკური (2110 მ), მდებარეობს ვატნაიეკუდლის სამხრეთ ზღვარზე, სკაფტაფედლის ეროვნულ პარკთან ახლოს. მყინვარის ქვეშ არის რამდენიმე ვულკანი. უკანასკნელ წლებში ვატნაიეკუდლი თანდათანობით მცირდება, შესაძლოა კლიმატის ცვლილების გამო.


მასალის გამოყენების პირობები

გაუზიარე: